სიამოვნებით მოვაწერდი ხელს იმათ ამნისტიას, ვინც მთელი 8 წელი ჯოჯოხეთში მაცხოვრა – ნიკა გვარამია

0
368

მე პირადად, სიამოვნებით მოვაწერდი ხელს იმათ ამნისტიას, ვინც მთელი 8 წელი ჯოჯოხეთში მაცხოვრა, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს.

მე პირადად, სიამოვნებით მოვაწერდი ხელს იმათ ამნისტიას, ვინც მთელი 8 წელი ჯოჯოხეთში მაცხოვრა, მდევნა, მითვალთვალა, დამიჭირა, აბსურდული და სამარცხვუნო ბრალდებებით სასამართლოში მატარა, რუსთავი 2-იც წამართვა, მაშანტაჟა, ბავშვის ვიდეოები მაყურებინა და ბოლო-ბოლო, ჩემგან, პრაქტიკულად, ნახევარი ადამიანი დატოვა. ჩემგან და ჩემი ჯანმრთელობისგან… მოვაწერდი და ამით მოვკლავდი სიძულვილს ჩემში… საბოლოოდ ჩავაცემენტებდი. და ასევე მოვკლავდი ჩემი შურისძიების შიშით შობილ სადისტურ აგრესიას მათში. მოვკლავდი მათში ჩემი შურისძიების შიშს. რაც უზარმაზარი ზიზღის წარმომშობია. მოვაწერდი, რომ ეს ყველაფერი დამთავრებულიყო. მოვაწერდი, რომ სამშობლო გადამერჩინა. მოვაწერდი, რომ ახალი ცხოვრება დამეწყო. მეც და მათაც, – ამბობს ნიკა გვარამია.

წინა სტატიავპატიობ, მაგრამ ვიტოვებ ბრაზს, იმიტომ რომ არ მძულს, არ მეზიზღება, მაგრამ ეს უნდა დასრულდეს – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიაშეიქმნას ვაქცინაციის სათადარიგო სია – მოქალაქეების პეტიცია მთავრობას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური