შეურაცხმყოფელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, ვიღაც მოგვიწოდებდეს, რომ კრიმინალი სააკაშვილი რაიმე ფორმით ჩაერთოს მოლაპარაკებებში- ღარიბაშვილი

0
254

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა.

„ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან პოლიტიკური თანამდებობა დატოვაც და პარტიის თავმჯდომარის პოსტიც. მეორე მხრივ, ღიად განაცხადა, რომ აღარ მონაწილეობს პოლიტიკაში. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს შეურაცხმყოფელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, მოგვიწოდებდეს, რომ ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, მისჯილი პიროვნება ფორმალურად, რაიმე ფორმით ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში.

მინდა ყველას შევახსენო, სააკაშვილი დღეს უკრაინაში გაგდების პირასაა, ალბათ, დღეს თუ ხვალ გააგდებენ. კორუფციულ სკანდალებში გაეხვა თავისი კორუფციული გუნდის ჩართულობით, ყველა კორუფციული საქმე წამოწიეს და მისი გუნდის წევრების დევნა დაიწყეს. რეალურად, ის უკრაინაში არაფერს აკეთებს და ყველაფერი დადგმული შოუა, რასაც ის აქ აკეთებდა. უარესს აკეთებს იქ. სააკაშვილმა საკუთარი სურვილით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე, კაცი, რომელიც 9 წელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. რაზე მესაუბრებით საერთოდ. ასე, რომ ეს საუბარი უნდა დავასრულოთ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.

წინა სტატიავადამდელი არჩევნები არ იქნება – ირაკლი ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაარ მაქვს ინფორმაცია რას აპირებს გახარია – ღარიბაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური