შეიქმნას ვაქცინაციის სათადარიგო სია – მოქალაქეების პეტიცია მთავრობას

0
399

მოქალაქეთა ნაწილმა ვაქცინაციის სათადარიგო სიის შექმნის მოთხოვნით პეტიცია შექმნა. ვაქცინაციის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფი ითხოვს, რომ booking.moh.gov.ge-ზე დაემატოს სათადარიგო ჯავშნების ფუნქცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მზად არიან, დღის ბოლოს სწრაფად გამოცხადდნენ აცრების ცენტრებში და აიცრან გამოუყენებლად დარჩენილი, გადასაღვრელად განკუთვნილი ვაქცინით.

“ღრმად გვწამს, რომ ქვეყანაში სათადარიგო რეგისტრაციის დაშვებით:
დაიზოგება ძვირფასი რესურსი ვაქცინების სახით და შემცირდება მის შესაძენად გაწეული ხარჯი;
გაიზრდება აცრილთა რაოდენობა;
იმ ადამიანთა აცრით, რომლებიც გადასაღვრელად გადადებულ ვაქცინებს აითვისებენ, ვაქცინაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებში გაჩნდება რწმენა ვაქცინების მიმართ, რადგანაც გაიაზრებენ, თუ როგორი ძვირფასი რესურსია თითოეული ვაქცინა. ეს ქვეყანაში აცრების საწინააღმდეგო განწყობას შეასუსტებს;
მოიმატებს აცრების პროცესის მხარდაჭერა მოქალაქეებს შორის;
გამრავალფეროვნდება აცრილთა კატეგორიები და ასაკობრივი ჯგუფები;
ფართო ჩართულობითა და მოქნილობით დამატებით წვლილს შევიტანთ პანდემიის დაძლევის ძალისხმევაში”, – წერია პეტიციაში.
ცნობისთვის, საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით მედპერსონალის ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 25 მარტიდან კი ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა საქართველოს 65 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც მიეცათ.

წინა სტატიასიამოვნებით მოვაწერდი ხელს იმათ ამნისტიას, ვინც მთელი 8 წელი ჯოჯოხეთში მაცხოვრა – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიარა გახდა ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნა დღეს გახდება ცნობილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური