მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ საქართველოსთვის ხვალინდელი გამარჯვება – დანიელსონი

0
294

დღეს მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ საქართველოსთვის ხვალინდელი გამარჯვება,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება, ეს ქართველი ხალხის გამარჯვება იქნება.

„შეგახსენებთ, რომ თუ შეთანხმება მიღწეული იქნება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში, ერთი მთავარი გამარჯვებული- ქართველი ხალხი. ამიტომ, დღეს მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ საქართველოსთვის ხვალინდელი გამარჯვება“, – განაცხადა დანიელსონმა.

წინა სტატიახვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ – დანიელსონი
შემდეგი სტატია,,ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის ზღვარზე მიყვანაზე” – კელისა და კრამერის ერთობლივი წერილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური