,,ეს გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა” – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო საქართველოს მისწრაფებაზე NATO-სკენ

0
284

“მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის მისწრაფება გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა. ეს რეგიონში მეტ ესკალაციას, დაძაბულობასა და გაურკვევლობას მოიტანს” – ასეთი კომენტარი გააკეთა 25 მარტს ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის შესახებ.

ასევე მან კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ საქართველო 2024 წლისთვის ევროკავშირში შესვლის განაცხადის შეტანას აპირებს და კვლავ მიისწრაფის NATO-სკენ.

“ვიცით როგორც განვითარდა მოვლენები 2008 წელს, როდესაც ბუქარესტის სამიტზე საქართველომ და უკრაინამ NATO-ში შესაძლო გაწევრიანების სიგნალები მიიღეს. ჩვენ გვჯერა, რომ სააკაშვილმა ეს აღიქვა, როგორც კარტ-ბლანში ძალისმიერი მოქმედებებისთვის. ყველამ ვიცით ეს როგორ დასრულდა და კიდევ ვმუშაობთ ამაზე. ვიმეორებ, ევროპისა და NATO-სკენ მისწრაფება გაუმართლებელი და არასაჭირო არჩევანია. ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ თუ რა სურთ, სტაბილური პროგნოზირებადი სიტუაცია, თუ გაურკვევლობის წინაშე ყოფნა, თუკი საქართველო NATO-ს შეუერთდება” – თქვა რუდენკომ. 

წინა სტატიანინო ლომჯარია: ,,ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული საკითხები სრულ თანხვედრაშია იმ სისტემურ გამოწვევებთან, რაზეც წლებია ვამახვილებთ ყურადღებას”
შემდეგი სტატიასუეცის არხში გაჭედილი ტვირთმზიდი მეჩეჩიდან მოხსნეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური