გოგი წულაიას მხარდასაჭერად ავტოკოლონა ქუთაისიდან თბილისისკენ დაიძრა

0
478

გოგი წულაიას გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში გლდანის ციხესთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდამჭერები ქუთაისში, სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და თბილისისკენ დაიძრნენ.

წულაიას მხარდამჭერები და მეგობრები პოლიტიკოსის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ, რადგან ფიქრობენ, რომ ის პოლტპატიმარია.

გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წინა სტატიასაქართველო – ესპანეთის მატჩზე დამსწრეებისთვის, დღეს კომენდანტის საათი არ იმოქმედებს
შემდეგი სტატიაინსტრუქცია კოვიდვაქცინირებულებისთვის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური