მთავარისიახლეებიპოლიტიკაუნდა ჩაერთონ თუ არა მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი - ევროპელი...

უნდა ჩაერთონ თუ არა მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი – ევროპელი დეპუტატების ახალი ინიციატივა

Published on

ევროპელი დეპუტატების ახალი ინიციატივა – უნდა ჩაერთონ თუ არა მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. ანდრიუს კუბილიუსის აზრით, მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, რომელიც შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის ჩართულობით მიმდინარეობს, თუმცა, მისი თქმით, პროცესიის წარმატებისთვის “ქართული ოცნების” რეალური მმართველი და ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე დიალოგის მიღმა არ უნდა დარჩნენ.

ოპოზიციის ნაწილისთვის კუბილიუსის ინიციატივა მიუღებელია.

ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს ერთ კონტექსტში ვერ განვიხილავ. იმ თვალსაზრისით, რომ სააკაშვილი ამჟამად არის პოლიტიკური დევნილი. თუმცა, თუ იქნება ამის შესაძლებლობა მას მხოლოდ გაუხარდება, რომ მიიღოს კრიზისის დაძლევაში მონაწილეობა,- ამბობს სალომე სამადაშვილი.

სამადაშვილისგან სრულიად განსხვავებულ აზრზეა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი.

არ მიმაჩნია რეალისტურ და სერიოზულად განსახილველ ამბად. კუბილიუსს სერიოზულად აღვიქვამ, თუმცა ამ მოსაზრების საჭიროებას არ განვიხილავ სერიოზულად,- ამბობს გიგა ბოკერია.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...