მთავარისიახლეებისაზოგადოებადატბორილი ანაკლია - ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

დატბორილი ანაკლია – ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ [Video]

Published on

ანაკლიაში ადგილობრივები წვიმისა და წყალდიდობის გამო მიყენებულ ზარალზე საუბრობენ, მათი თქმით, არხი, რომელიც  შლამმა ჩახერგა,  ეზოებისა და სახლების პირველი სართულების დატბორვის მიზეზი გახდა. ანაკლიელები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ და ყვებიან, რომ  უკვე თვეებია ადგილობრივ ხელისუფლებას მის გაწმენდას სთხოვენ, თუმცა, ხელისუფლებამ  არხის გაწმენდის გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ადიდებული ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და მძიმე პრობლემები შექმნა.

ამ დროისთვის ანაკლიაში მძიმე ტექნიკა მუშაობს. ადგილობრივებს სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დაუტბორა, გარდა ამისა, დამხრჩვალია შინაური ფრინველი. მოსახლეობა ხელისუფლებას მიზამნიმართულ უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ თუ ეს პრობლემა დროულად არ მოგვარდა, წელს ანაკლია ტურიტებს ვერ მიიღებს და სეზონი ჩავარდება.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...