მთავარიUncategorizedზუგდიდში მატარებელი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა (FOTO)

ზუგდიდში მატარებელი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა (FOTO) [Video]

Published on

ამ დრომდე პარალიზებულია ზუგდიდი-თბილისის რკინიგზის მაგისტრალზე მოძრაობა, მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა, რა დროსაც თამარ მეფის ქუჩაზე ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი მსუბუქ მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც ავტომანქანას მართავდა, მარტო იყო და სავარაუდოდ მან მოძრავი მატარებელი ვერ შეამჩნია.

ადგილზე  სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი და პოლიციაა მობილიზებული. დაშავებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი სალომე ფაცაციაა, რომელიც  ზუგდიდის ევექსის კლინიკაშია გადაყვანილი და კვლევები უტარდება. შემთხვევამ მგზავრებში პანიკა შექმნა, ნაწილმა მატარებლის ვაგონები დატოვა, ნაწილი კი ამ დრომდე გაჩრებულ მატარებელში იმყოფება, როგორც მგზავრები ამბობენ, ჯერ ადგილიდან არც მანქანაა გადაყვანილი და არც იმას ეუბნებიან, თუ როდის შეძლებენ გამგზავრებას

სიახლეები

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...

ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო...