უხვი ნალექის მიერ მტკვარზე, სოფელ ქვახვრელთან შექმნილ კუნძულზე 6 მწყემსი ჩარჩა

0
648

უხვმა ნალექმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, მდინარე მტკვარზე, ხელოვნური, დროებითი კუნძული შეიქმნა, სადაც 6 მწყემსი შინაურ ცხოველებთან, ცხვრებთან და თხებთან, ერთად ჩარჩა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ წყლის დონის მონიტორინგი მიმდინარეობს და კუნძულზე დარჩენილებს საფრთხე არ ემუქრებათ.

მათივე თქმით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან და შესაბამისი მცურავი საშუალებებით დარჩენილთა უსაფრთხო ადგილას გამოყვანა ხდება

წინა სტატიაანაკლიაში მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და მოსახლეობას სახლები დაუტბორა [Video]
შემდეგი სტატია,,ასე მძიმე გზავნილები ვარდების რევოლუციამდე, შევარდნაძის ხელისუფლების მიმართაც კი არ ყოფილა ” – გიგა ბოკერია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური