თუ დემოკრატიამ არ იმუშავა, საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკური წევრობის შანსს. არ ვიცი, რა უხარია ქართულ ოცნებას – გიორგი ვაშაძე

0
330

 სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნების პრაქტიკა მიუღებელია დემოკრატიული სამყაროსთვის.

“ვერ ვხვდები, რა უხარია ქართულ ოცნებას მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გვქონია მსგავსი ნეგატიური გზავნილები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. სენატორები საუბრობდნენ, თუ დემოკრატიამ არ იმუშავა, საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკური წევრობის შანსს. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ იზრდება ოლიგარქიული გავლენა მართლმსაჯულების სისტემასა და პოლიტიკაზე, მელიას დაჭერა უკან გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიისთვის. მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების მითითება იმის შესახებ, რომ ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნების პრაქტიკა მიუღებელია დემოკრატიული სამყაროსთვის და ოპოზიციური პარტიის ლიდერები ციხეში არ უნდა ისხდნენ.”

წინა სტატია,,ასე მძიმე გზავნილები ვარდების რევოლუციამდე, შევარდნაძის ხელისუფლების მიმართაც კი არ ყოფილა ” – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიამეწყერი დაიძრა – ქანები ერთმანეთს უფრო და უფრო შორდება, ნაპრალის სიღრმე კი 18 მეტრია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური