მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-ს სენატში საქართველოს კრიზისზე რეზოლუციის მიღებას გეგმავენ

აშშ-ს სენატში საქართველოს კრიზისზე რეზოლუციის მიღებას გეგმავენ

Published on

აშშ-ს სენატში, შესაძლოა, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე რეზოლუცია მიიღონ. ეს მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 23 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში “საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების” თემაზე მოსმენა გაიმართა.

რეზოლუციის მიღების ინიციატივა სენატორმა როს ჯონსონმა წამოაყენა და თქვა, რომ ეს იქნება “მნიშვნელოვანი სიგნალი” მხარეებისთვის, რაც დაეხმარება მათ, ისევ ერთად დასხდნენ.

“მე ვფიქრობ, არ ვაფასებთ იმას, რაც სენატს შეუძლია, პოტენციურად მივიღოთ რეზოლუცია. ჩვენ შეგვიძლია, წავახალისოთ მხარეები, საქართველოში ერთად დასხდნენ. ეს არაა ადვილი, მათზეა დამოკიდებული და ვერავინ აიძულებთ”, – თქვა სენატორმა.

სენატორ ჯონსონის იდეს დაეთანხმა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინიც. სხდომის ბოლოს მან თქვა, რომ საკითხის განხილვა გაგრძელდება შემდგომში რეზოლუციის მიღებით.

მანამდე, სენატორმა შაჰინმა თავის შესავალ სიტყვაში საქართველოში “კრიტიკულ” სიტუაციასა და საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრაა:

“არ არის საკმარისი იმგვარი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის ზღურბლს აღწევს. დემოკრატიულ არჩევნებს ადგილზე უნდა ჰქონდეს ძლიერი მექანიზმები, რათა უთანხმოებები გადაწყდეს. იმ ტიპის მექანიზმები, რომელიც დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის შეფასებით სამართლიანია”.

მანვე ახსენა ოპოზიონერთა დაკავება და ეს “რუსეთის გამარჯვებად” შეაფასა.

“ახლა, საქართველოში არსებული ჩიხიდან გამომდინარე, ერთადერთი გამარჯვებული მხარე რუსეთია. რუსეთი ხარობს უწესრიგობისა და ქაოსის გამო და ყოველი დღე, როცა ოპოზიციონერები ციხეში სხედან, რუსეთის გამარჯვებაა. ყოველი დღე, როცა საქართველოს პარლამენტი ცარიელია, ეს ქართველი ხალხისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვებაა”, – თქვა სენატორმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯორჯ კენტმა, რომელიც სხდომაზე მომხსენებელი იყო, თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური შეთანხმების ვერმიღწევა ევროატლანტიკურ მისწრაფებებს დააზიანებს.

“ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ ნება, რათა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. პასუხისმგებლობა წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც მხოლოდ მათ ეკისრებათ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ვერმიღწევა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ადმინისტრაცია მოელის თქვენთან და ევროპელ კოლეგებთან ერთად კონგრესში მუშაობის დაწყებას, რათა გამოინახოს არაერთი შესაძლებლობა საქართველოს დემოკრატიისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად”, – აღნიშნა კენტმა.

საქართველოს საკითხზე მოსმენა აშშ-ს სენატში კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების პარალელურად დაინიშნა. დანიელსონის ვიზიტის შედეგად მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კი სპეციალური ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი დანიელსონი მედიაციის მიზნით საქართველოს კვლავ ეწვევა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...