ანაკლიაში სპეციალური ტექნიკა და კალაპოტის გაფართოების სამუშაოები მინდინარეობს – მერია

0
349

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ამ წუთებში ანაკლიაში სპეციალური ტექნიკა მუშაობს

“უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარეების შენაკადებმა მდინარე ენგურზე წყლის მატება გამოიწვია, რის გამოც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ათამდე ოჯახს დატბორვის საფრთხე შეექმნა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადგილზე დროულად მობილიზდა სპეციალური ტექნიკა და კალაპოტის გაფართოების სამუშაოები მინდინარეობს . არსებულ ვითრებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მერის მოადგილე გიგა ფარულავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ.”- ამბობენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და ანაკლიის სანაპირო ზოლი და მოსახლეობის ნაწილის ეზოები დატბორა.

წინა სტატიამეწყერი დაიძრა – ქანები ერთმანეთს უფრო და უფრო შორდება, ნაპრალის სიღრმე კი 18 მეტრია
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური