მეწყრის სისტემა დაძრულია და დღეში 5სმ-ით მოძრაობს, რაც საკმაოდ დიდი ციფრია

0
320

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრის სისტემა დაძრულია და დღეში 5სმ-ით მოძრაობს.

მეწყერი მოძრაობს, ხომ? ეს არის დინამიკაში მოსული და ამის დასაბუთება გვესაჭიროებოდა, რას ნიშნავს მეწყერის მოძრაობა. განვმარტავ, რომ მეწყერის მოძრაობას აღწერს ძალიან მნიშვნელოვანი ორი სიდიდე, ეს არის მისი გადაადგილების სიჩქარე და აჩქარება. შევეცადეთ, რომ აეროფოტოგადაღებით სიჩქარე დაგვეჭირა და გაჩვენებთ, რაც შეეხება აჩქარებას, ჩვენ არ გვაქვს სპეციალური ხელსაწყო. […] ახლა სისტემა დაძრულია და მოძრაობს 5 სმ-ით დღეში, ეს ჩვენთვისაც საკმაოდ დიდი ციფრია”, — განაცხადა მან.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მეწყერული პროცესების შესახებ ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგები, დაახლოებით, კვირის ბოლოს ექნებათ. ამაზე მან თბილისის მერიაში მიმდინარე ბრიფინგზე ისაუბრა.

“მიუხედავად იმისა, რომ პროცესების გააქტიურების დღიდან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილება, რომ მოხდეს შესაბამისი, სპეციალური სისტემების მონტაჟი, რაც კიდევ უფრო მეტი მონიტორინგის საშუალებას მოგვცემს. ადგილობრივ მოსახლეობასთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კომუნიკაცია. ის შეზღუდვები, რაც მიმდებარე არელაზე, კვლავ რჩება ძალაში და მოვუწოდებ ყველას, დაიცვან ეს შეზღუდვები”, — თქვა მან.

“ეს არის, სავარაუდოდ, ინიცირების ფაზა, შესაძლო მასშტაბური მეწყერის. ჩვენ ახლა უნდა გნავახორციელოთ პირველადი ზომები, რაც გულისხმობს, გასამაგრებელი სამუშაოები, დრენაჟები და მონიტორინგი. ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღება, დავეყრდნოთ, დაველოდოთ კვლევებს და ამის შემდეგ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები”, — თქვა მან.

“წინა დღეების განმავლობაში ჩემ მიერ გაკეთებულ კომენტარებში საუბარი იყო იმ ტიპის სამუშაოების შეჩერებაზე, რომელიც უშუალოდ ვიბრაციის გამომწვევია და შეიძლება გარკვეული სახის ზემოქმედება განეხორციელებინა მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით, თუმცა გუშინ გვქონდა გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან კომუნიკაცია და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნალექიანი ამინდების შემთხვევაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად გაჩერდება სამშენებლო სამუშაოები”, — თქვა მან.

წინა სტატიაგერმანელი ექსპერტების აზრით, ვაშლიჯვარში მეწყრული პრობლემა კომპლექსურია
შემდეგი სტატიაგაათავისუფლეს თუ არა პოლიტიკური ნიშნით სენაკის აიპის თანამშრომელი-რას ამბობს სამსახურის უფროსი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური