გაათავისუფლეს თუ არა პოლიტიკური ნიშნით სენაკის აიპის თანამშრომელი-რას ამბობს სამსახურის უფროსი

0
372

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ „საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის” თანამშრომელი მზია გადელია სამსახურიდან გუშინ გაათავისუფლეს. როგორც სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის დირექტორი ბადრი მამულია აცხადებს, რომ გათავისუფლების ბრძანება გადელიამ არ ჩაიბარა და დილას ფოსტის საშუალებით ჩაბარდა. “მიზეზი მისი გათავისუფლების გახლავთ დისციპლინარული გადაცდომა,მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა. ასევე იგვიანებდა სამსახურში,მუდმივ კონფლიქტში იყო თანამშრომლებთან. სწორედ ეს გახდა მიზეზი,ადამიანურად კი ძალიან მეცოდება,ასეთ დროს რომ უსამსახუროდ დარჩა,არავითარი პოლიტიკური მოტივი”,-გვითხრა მან. თავად მისი სამსახურიდან გათავისუფლებას მზია გადელია პოლიტიკურ დევნას უწოდებს. “მე დავაარსე და დავაფუძნე “ქართული ოცნება” სენაკში 14 კაცთან ერთად. ვიყავი მათი ერთგული,ამდენი წელი ერთგულად ვემსახურე,ახლა კი რაც ხდება არ მომწონს… ამ ყველაფრის უკან მმართველი პარტიის ადგილობრივი მოქმედი და ყოფილი დეპუტატები დგანან,ასევე სენაკის მერი და კიდევ ბევრი სხვა…”,-ამბობს მზია გადელია. ცნობისთვის,მას გახმაურებული კონფლიქტი ჰქონდა 2019 წლის 16 ივლისს სამსახურში,სადაც მზია გადელია “სახოგადოებრივი მომსახურების ცენტრის” დირექტორის მოადგილეს დავით ჭითავას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. შსს-მ მაშინ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. სამსახურიდან გათავისუფლებული მზია გადელია სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. იგი მხარდამჭერებთან ერთად სენაკის მერიის წინ ბრიფინგი გამართვას გეგმავს.

წინა სტატიამეწყრის სისტემა დაძრულია და დღეში 5სმ-ით მოძრაობს, რაც საკმაოდ დიდი ციფრია
შემდეგი სტატია,,მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი მზადაა დიალოგისთვის, მაგრამ თბილისი არ პასუხობს” – თეა ახვლედიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური