მთავარისიახლეებისაზოგადოებავაშლიჯვარში დაწყებული მეწყერული პროცესების შესასწავლად გერმანელი ექსპერტები თბილისში დღეს ელოდებიან

ვაშლიჯვარში დაწყებული მეწყერული პროცესების შესასწავლად გერმანელი ექსპერტები თბილისში დღეს ელოდებიან

Published on

თბილისის მერიის მიერ მოწვეული გერმანელი ექსპერტები, რომლებმაც თბილისში, მთის ფერდზე გაჩენილი მეწყრული პროცესები უნდა შეაფასონ, საქართველოში დღეს ჩამოდიან. თუმცა, კონკრეტული ინფორმაცია – რა სამუშაოებს გაწევენ ევროპელი ინჟინერ-გეოლოგები და რომელ კვლევით ორგანიზაციას წარმოადგენენ ისინი, ამ ეტაპზე, უცნობია.

პარალელურად, ვაშლიჯვრის მოსახლეობამ შეიმუშავა პეტიცია. მოქალაქეები ითხოვენ, არ გაიცეს არცერთი ახალი სამშენებლო ნებართვა და შეჩერდეს განხილვაში მყოფი ყველა პროცესი, რომელიც ვაშლიჯვარში მშენებლობებს ეხება. მოთხოვნათა შორის არის დამოუკიდებელი და კვალიფიციური ექსპერტთა ჯგუფის შექმნაც.

მერიაში განმარტავენ, რომ მსგავსი ჯგუფი უკვე არსებობს და ის 2 კვირაა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...