უკავშირდება თუ არა ნატალია საბანაძის გადადგომა ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობას ევროინტეგრაციის საკითხებში?

0
348

საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ნატა საბანაძე  გადადგა. ამ აქტს სხვადასხვაგარად აფასებენ სახეისუფლებო წრეებსა და ოპოზიციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საბანაძეს გადადგომის გადაწყეტილება მიღებული ჰქონდა ბრიუსელის შეხვედრებამდეც, რითაც ცდილობს არაპირდაპირ უარყოს მოარული ხმები იმის შესახებ, რომ ელჩის გადადგომა უკავშირდება ღარიბაშვილთან უთანხმოებას.

უწყება მადლობას უხდის საბანაძეს 8 წლის განმავლობაში ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელად მუშაობისთვის.

“აღნიშნულ მისიაში მისი მოღვაწეობა დატვირთული იყო მრავალი წარმატებული ნაბიჯით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში”, — აცხადებენ სამინისტროში

უწყება ამავე განცხადებაში დადებითად პრემიერის შეხვედრას ბრიუსელში, ,, ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირთან, რომელიც 2019 წლის შემდგომ პანდემიის ფონზე პირველად გაიმართა და ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა თავისი შედეგებით”, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საბანაძის გადადგომას ეხმაურებიან ოპოზიციაშიც.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ხატია დეკანოიძე წერს, რომ ელჩის გადადგომა კიდევ ერთი ნიშანია იმის, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა. 

“ევროკავშირში საქართველოს ელჩის გადადგომა ნამდვილად მიანიშნებს იმ მტკივნეულ საკითხზე, რაზეც ჩვენი დასავლელი მეგობრები საუბრობენ – საქართველოსთვის ევრო-ატლანტიკური სივრცე ვიწროვდება.

საბანაძეზე ყოველთვის კარგი წარმოდგენის ვიყავი და ნამდვილად მიმაჩნია გამორჩეულ კადრად დიპლომატიაში. კიდევ ერთი ნიშანი, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ. ევროპის უარყოფა დიდ განსაცდელში ჩააგდებს ქვეყანას”. – დაწერა დეკანოიძემ. 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალია საბანაძის თანამდებობიდან გადადგომა, ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას უკავშირდება.

“იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია და ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში ევროკავშირის მცდელობას, რომ მოეძებნა გამოსავალი, ქართულმა ოცნებამ უპასუხა მტკიცე უარით, ფაქტობრივად, უარი თქვა ევროკავშირის გამოწვდილ ხელზე, ევროკავშირში ჩვენი ელჩის განცხადება, რომ ევროკავშირში ქვეყნის მომავალს ალტერნატივა არ აქვს და თანამდებობიდან გადადგომა, მე ვფიქრობ, არის პირდაპირ განაცხადი იმის შესახებ, რომ როგორც ჩანს, მას ძალიან მტკიცედ აქვს განცდა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიცვალა საგარეო პოლიტიკური კურსი”, — განაცხადა სალომე სამადაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

წინა სტატიაქვეყნის ერთერთმა თვალსაჩინო დიპლომატმა ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიამძღოლებმა თბილისში საწვავის ფასი გააპროტესტეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური