მთავარისიახლეებიპოლიტიკაქვეყნის ერთერთმა თვალსაჩინო დიპლომატმა ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა

ქვეყნის ერთერთმა თვალსაჩინო დიპლომატმა ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა

Published on

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა და ბელგიასა და ლუქსემბურუგში საქართველოს ელჩმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა.

“ეს იყო მისია სავსე წარმატებებით, ისევე როგორც გამოწვევებით — პროფესიული თუ მორალური. დღეს მოვიდა დრო რომ მე ეს ფურცელი გადავშალო. მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა”, — წერს საბანაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანას თავისუფლებასა და ღირსებას შეუნარჩუნებს.

“საქართველოს ევროპული მომავალი არის ის მიზანი რომლის მისაღწევად ყოველთვის ვიბრძოლებ. მე მჯერა ამ მიზნის; მჯერა იმიტომ კი არა რომ ევროკავშირის წევრობა პანაცეაა, არამედ იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა რომელიც თავისუფლებას და ღირსებას შეგვინარჩუნებს”, — აცხადებს საბანაძე.

ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ელჩის მიერ თანამდებობის დატოვება უკავშირდება ირაკლი ღარიბაშვილთან შეუთანხმებლობას ევროპასთან ქვეყნის ინტეგრაციის საკითხებზე, თუმცა თავად საბანაძე არაფერს აკონკრეტებს

ნატალი საბანაძე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელად, 2013 წლის მაისში დაინიშნა.იქამდე, საბანაძე ჰააგაში, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, ეუთო-ს უმაღლესი კომისრის უფროს მრჩევლად მუშაობდა. ასევე, ეუთო-ს უმაღლესი კომისრის კაბინეტში სხვადასხვა თანამდებობებზე — ჯერ ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროსად, ხოლო, შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსად

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...