მძღოლებმა თბილისში საწვავის ფასი გააპროტესტეს

0
404

მძღოლებმა თბილისში საწვავის ფასი გააპროტესტეს და აქცია გამართეს. როგორც მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ისინი სამანქანო გზის ნაწილზე ცდილობდნენ გადასვლას, თუმცა სამართლადაცველებმა ამის საშუალება არ მისცეს, რის გამოც, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც იყო.

“ძალით გადაგვიყვანეს გზის სავალი ნაწილიდან, გვინდოდა გადაკეტვა, იმიტომ, რომ ამ ხალხმა უნდა გაიგოს — საწვავის თემაზე პროტესტია. რეალური პროტესტია, ხალხს მართლა აწუხებს ეს ამბავი. მაგრამ რად გინდა”, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ქციაზე დაპირისპირების დროს 7 ადამიანი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავეს., თუმცა მალევე გაათავისუფლეს და ჯარიმა დააკისრეს. მძღოლები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ და უფრო ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ

წინა სტატიაუკავშირდება თუ არა ნატალია საბანაძის გადადგომა ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობას ევროინტეგრაციის საკითხებში?
შემდეგი სტატიაბევრი ყვავილი და ცრემლი დათა პაპას – საქართველოში რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური