ვარ ძალიან მხნედ, ვიცი რისთვისაც ვარ აქ გამოკეტილი – ნიკა მელია

0
369

“ვიცი რისთვისაც ვზივარ აქ და რისთვისაც ვარ გამოკეტილი”, – ეს განცხადება, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ციხიდან პირველი სატელეფონო ინტერვიუში, “მთავარ არხთან” გააკეთა.

ნიკა მელიას, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ესაუბრა. მისი თქმით, არის მხნედ და მარტივად გაიარა ადაპტაცია. როგორც ნიკა მელია ამბობს, ოპოზიციური პარტიები მაქსიმუმს აკეთებენ შეთანხმების მისაღწევად.

“ძალიან მხნედ ვარ. მოტივირებული ვარ, მარტივად ავუღე ალღო აქაურობას, ადაპტაცია არ მიჭირს. ვიცი რისთვისაც ვზივარ აქ და რისთვისაც ვარ გამოკეტილი. ამიტომ, მე გარეთ ვიქნები თუ შინგით “ქართული ოცნებისთვის” მე მგონია, პრობლემატური ვარ იმდენად დიდი სისულელე ჩაიდინეს. მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, ვფიქრობ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ოპოზიციური პარიების ლიდერებს, რომლებიც მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ. არ მგონია, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც დააზიანებს საზოგადოებას”, – თქვა ნიკა მელიამ

ცნობისთვის, ნიკა მელია კი 2020 წლის 23 თებერვალს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

წინა სტატიანიკა მელია – გირაოს გადახდა და მსგავსი კომპრომისი გამოირცხულია
შემდეგი სტატიაექსპერტები ვაშლიჯვარზე – მეწყერი არსად გამჩერებელი არაა, ყველა სამუშაო უნდა შეჩერდეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური