ექსპერტები ვაშლიჯვარზე – მეწყერი არსად გამჩერებელი არაა, ყველა სამუშაო უნდა შეჩერდეს

0
455

წინასწარი შეფასებით, ნახევარი კუბური მეტრი მიწის ფართობი ვაშლიჯვრის ფერდობს უკვე მოწყვეტილია, ადგილზე ნაპრალების რაოდენობა ყოველ დღე იმატებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ადგილზე მძიმე ტენქინიკს მუშაობას, უხვ ნალექსა და მცირებალიან მიწისძვრას შეუძლია მოწყვეტილი მიწის ფართობი ცენტრალურ გზაზე ჩაიტანოს. 

სპეციალისტები შესაბამისი ზომების დროულად მიღებას ითხოვენ.

“საფრთხე არის, ის არსად გამჩერებელი არაა, წამოვა ქვევით გრავიტაციით, ქვევით როდესაც მოდის სად წავა, რადენი წავა, გზგაზე გაჩერდება, გადმოვა, ეს ყველაფერი არის მონიტორინგის ამბავი. ყველანაირი, ყველა სახის სამშენებლო საქმიანობა უნდა გაჩერდეს და ნებისმიერი წყარო ვიბრაციისა უნდა აღიკვეთოს, რადგან ეს დამატებით არის პრობლემა”, – თქვა დედამიწის შემსწავლელ ინსტიტუტის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ.

სეისმოლოგ, ლაშა სუხიშვილის განცხადებით, მოწყვეტილი ბლოკი გადაადგილდება და ის დინამიკაშია.

წინა სტატიავარ ძალიან მხნედ, ვიცი რისთვისაც ვარ აქ გამოკეტილი – ნიკა მელია
შემდეგი სტატიაWashington Examiner საქართველოზე – აშშ უნდა ჩაერიოს იქ, სადაც EU-ს არაფერი გამოუვიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური