,,არ დატოვო შენი სახლი!…” – ხვალ საქართველო თავის მეციხოვნეს ეთხოვება

0
365

მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია Facebook-ზე წერს, რომ ხვალ, 21 მარტს რესპუბლიკის მოედნიდან ხურვალეთში დათა ვანიშვილის გასვენებაში ჩავლენ.

“ხვალ, კვირას 11.30 რესპუბლიკის მოედანზე ველოსიპედთან ვიკრიბებით და მივდივართ ხურვალეთში დათა პაპას გასვენებაში”,- წერს ხოშტარია.

86 წლის მოხუცი სოფელ ხურვალეთში, საკუთარ სახლში, მავთულხლართებს მიღმაა დასვენებული, მისი მეუღლე კი სამძიმარს გამყოფი ხაზის მეორე მხრიდან იღებს.

დათა პაპას საოკუპაციო ხაზს მიღმა მოქცეულ სასაფლაოზე დაკრძალავენ. საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მხრიდან ადგილზე შესვლას სავარაუდოდ ვერ მოახერხებენ.

 დათა ვანიშვილი გუშინ, 19 მარტს გარდაიცვალა. იგი ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მაგრამ ხშირად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს და ადგილზე არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციას აწვდიდა მედიასაც.

დათა ვანიშვილი რის გამოც ოკუპანტებმა იგი არაერთხელ დააკავეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.

“ბოლო სიტყვები რაც მითხრა, არ დატოვო შენი სახლიო. არსად წახვიდე, სახლი არ წაგვართვანო. არ წახვიდე, ფეჩთან დაჯექი, ქართველები დაგვეხმარებიანო”, –  ამბობს დათა ვანიშვილის მეუღლე ვალია ვანიშვილი.

ფოტო: ნინო დალაქიშვილი, “ამერიკისხმა”.
წინა სტატიაისლანდიაში, რეიკიავიკთან ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო
შემდეგი სტატიაათონონიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლი უკვე ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაშია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური