მთავარიUncategorizedრას შეეწირა ახალგაზრდა ქალი? - შსს-მ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

რას შეეწირა ახალგაზრდა ქალი? – შსს-მ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

Published on

შსს-მ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მედიკოსები და მთელი საზოგადოება შეშფოთებულია. ექიმები ამბობენ, რომ აუცილებელია დადგინდეს რა გახდა ახალციხის საავადმყოფოში მომხდარის მიზეზი, რამაც ახალგაზრდა ექთნის სიკვდილი გამოიწვია, რადგან ეს ფაქტი კიდევ უფრო ზრდის უნდობლობას ვაქცინასთან დაკავშირებით.

მედიკოსები განმარტავენ, რომ ანაფილაქსიური რეაქცია არაპროგნოზირებადია. ,,ჩვენ წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ რამდენია ამ რეაქციის ალბათობა. რისკებზე არის ლაპარაკი, როდესაც პაციენტს აქვს მკვეთრად გამოხატული ალერგიული რეაქცია, როდესაც პაციენტს რომელიმე მედიკამენტზე ქონია ძლიერი ალერგიული რეაქცია” – ამბობენ ისინი , მაგრამ ერთი რამ აშკარაა: ჯანდაცვის უწყება გამოწვევის წინაშე დგას – კლინიკებში საკმაოდ მძიმე სურათია, რადგან სისტემა მზად არ არის ვაქცინაციის პროცესის გართულების შემთხვევაში გაუმკლავდეს მას.

კითხვებს იწვევს ჯანაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება გუშინ სასწრაფოდ ვაქცინაციის სიიდან ამბულატორიული დაწესებულებების ამოღების შესახებ.

,,თუ არ იყო მათი მზაობა რატომ იყო, თუ იყო მზაობა, მაშინ რატომ ამოიღეს. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება და ძალიან ბევრი რამ მიმდინარეობს საკმაოდ ბუნდოვნად. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია რამდენად სწრაფად გაეწია მას პირველადი გადაუდებელი დახმარება” – -ამბობენ ისინი

შეგახსენებთ, ახალციხიდან გადმოყვანილი ექთანი, მეგი ბაქრაძე დღეს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები მოითხოვენ პასუხს კითხვაზე, სასწრაფოდ გაირკვეს, გაკეთდა თუ არა ყველაფერი ახალციხის კლინიკაში ქალის შოკიდან გამოყვანისათვის, რა შეცდომა დაუშვეს ახალციხის კლინიკაში ვაქცინის შეყვანამდე, იყო თუ არა შოკი ექიმების დაუდევრობის შედეგი, რამაც ახალგაზრდა ქალის სიკვდილი გამოიწვია

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...