მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლიტიკური კრიზისის მოგვარება პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული - დანიელსონი უშედეგო მოლაპარეკებებზე

პოლიტიკური კრიზისის მოგვარება პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული – დანიელსონი უშედეგო მოლაპარეკებებზე

Published on

პოლიტიკური კრიზისის მოგვარება პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა “ოცნებისა” და ოპოზიციის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სერიოზულად განიხილავენ ქვეყანაში კრიზისის აღმოფხვრის გზებს.

ჩართული ვიყავი ამ ინტენსიურ მოლაპარაკებებში, როგორც პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი. ევროკავშირმა და აშშ-მ ძალიან გულმოდგინედ იმუშავეს, დახმარებოდნენ პარტიებს, მიეღწიათ შეთანხმებისთვის და დაესრულებინათ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.. …მე დავბრუნდები დილით ბრიუსელში და მოვახსენებ ყველაფერს პრეზიდენტ მიშელს, – აცხადებს დანიელსონი.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვიზიტი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...