ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი დაიძრა

0
324

ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი დაიძრა. შემთხვევის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ამ გზაზე მეწყერის ჩამოწოლის საფრთხეზე გეოლოგები წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ თბილისის მერიას, რომ პროცესი, რომელიც ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე  დაიწყო, უდიდესი საფრთხის შემცველია მოსახლეობისათვის და საჭიროა დროულად რეაგირება, რადგან უზარმაზარ ფერდზეა საუბარი. წვიმიანი ამინდები ფერდის სრულად მოწყვეტას დააჩქარებს,  ხოლო სრულად მოწყვეტის შემდეგ  ჩააღწევს მტკვარში და იქ გააჩენს კაშხალს, რომლის შემდეგაც, ჯერ შეაგუბებს და მერე ერთიანად დაარტყამს ორივე სანაპიროს, რამდენიმე კილომეტრში ორთაჭალჰესთან მოხდება მეორე შეგუბება – წერდნენ გეოლოგები ჯერ კიდევ სამი წლის წინათ, მაგრამ მერიამ მათი გაფრთხილება ყურად არ იღო .კვლავ გააგრძელა კონკრეტულად ამ ფერდზე მშენებლობებზე ნებართვები, რამაც კიდევ უფრო გადატვირთა იგი. ე კიდევმაშინ Forum.ge – ზე ვრცელდებოდაა ფოტო მასალა სადაც ჩანს, რომ ბაგირით და ანკერებით ცდილობენ ფერდის შეკავებას თუმცა,  მეწყერის მაშტაბი იმაზე ბევრად დიდია ვიდრე, გუგლის ფოტოებზეა მონიშნული. და აი, უფრო მძიმე შედეგებიც დგება

“რა ვქნა ახლა ნიშნის მოგებით ვილაპარაკო ? გეოლოგია მეცნიერებაა, მიკროზონირებაა საჭირო ! გამოუჭრეს ძირი და დაძრეს მეწყერი! იგივე ელის ბაგებს, ვაკეს!”- წერს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანაშრომელი სოციალურ ქსელში.

წინა სტატიაზუგდიდში, თურქეთის მოქალაქისთვის მანქანის მოპარვის ბრალდებით, პოლიციამ სამი პირი დააკავა [Video]
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური