უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ ვიდეოკამერების ამოღებით წულაიას უდანაშაულობა დამტკიცდება

0
313

გოგი წულაიას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. პოლიტიკოსს ქალზე ძალადობას ედავებიან. გოგი წულაიას წინააღმდეგ პოლიციის მთავარი სამხილი ახალგაზრდა ქალის ჩვენებაა, რომელიც წულაიას მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.

უკვე აიღეს სისხლის, თმის , ფრჩხილის  ნიმუშები და ტანსაცმელი. მასალა  ექსპერტიზაზე დღეს გადაიგზავნება.

გოგი წულაიას ადვოკატის განცხადებით, საქმეში ჩართული იყო მესამე პირიც, უფლებადამცველი დარწმუნებულია რომ ვიდეოკამერების ამოღებით, წულაიას უდანაშაულობა დამტკიცდება.

მოწმეებიც, ვიდეოკამერაც ექსპერტის დასკვნაც, ყველაფერი ეს შესაძლებელია მოპოვებული იქნეს. რაღაც ნივთები შეიძინეს, ამოვიღებთ ამ კადრებს ყველაფერს, სად შეიძინეს ვისთან ერთად შეიძინეს. რაც არ უნდა უარყოს მეორე მხარემ, იქ მესამე პირიც იყო. თვითონ წულაიას არ დაულევია, ერთი წვეთიც არ დაულევია, იმ ქალბატონმა დალია და ამის მტკიცებულებასაც წარმოვადგენთ”,-თქვა ვალერი გელბახიანმა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში წულაიას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის გუშინ, 17 მარტს დააკავეს.

წინა სტატიაღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა
შემდეგი სტატიაზუგდიდში, თურქეთის მოქალაქისთვის მანქანის მოპარვის ბრალდებით, პოლიციამ სამი პირი დააკავა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური