მთავარისიახლეებისაზოგადოებასალომე ზურაბიშვილი დღეს AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

სალომე ზურაბიშვილი დღეს AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

Published on

პრეზიდენტი დღეს AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. პრეზიდენტს ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. პრეზიდენტს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია დახვდნენ.

პრეზიდენტმა ვაქცინის გაკეთებისაკენ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს მოუწოდა.

“ეს იყო და ეს… დღეს ჩემი დაბადების დღეა, რა ვქნა, შემიძლია დავლიო?… ჩამიშალეთ დაბადების დღე…

დღეს ჩავიტარე ურიგოდ ეს აცრა, რამეთუ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და არც ჯგუფში არ ვარ, რომელსაც ეკუთვნის. ჯერ რიგია მედპერსონალის და ნამდვილად საჭირო არის, რომ ისინი პირველად აიცრან.

თუ გვინდა, რომ ის ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მოჰყვება მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიას, აუცილებელია, რომ ეს საშუალება გამოვიყენოთ, რამეთუ დავიცვათ საზოგადოება და ქვეყანა და გამოვიდეთ კრიზისიდან,” – განაცხადა პრეზიდენტმა

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....