“ფაიზერის” ვაქცინას დაახლოებით 26 მარტს შემოვიტანთ – ამირან გამყრელიძე

0
329

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში “ფაიზერის” ვაქცინას 22 მარტის კვირაში, სავარაუდოდ, 26 მარტს შემოიტანენ.

“ფაიზერის” გარკვეული დოზები იქნება 29 000. დასრულდა მოლაპარაკება “სინოფარმთან” მიმართებით, ანუ ჩინური ვაქცინის დოზების შემოტანასთან მიმართებით, რომლითაც ჩინეთის მოსახლეობა არის აცრილი. ასევე საუბარია ინდოეთში მოლაპარაკებების გარკვეულად დასრულებაზე, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

მანამდე კი, საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.

წინა სტატიაგოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა
შემდეგი სტატიაპაშინიანმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური