გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა

0
370

გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა. მისი ადვოკატის ინფორმაციით, 116-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც ნიშნავს სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას და რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის თქმით, წულაია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თვლის, რომ მისი წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

ადვოკატის თქმით, წულაიას ნასვამობა ალკოტესტმა არ დაადასტურა. 

გარდა ამისა, წულაიამ დღეს პროტესტის გამო შიმშილობაც დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

წინა სტატიაგამოვლინდა პირველი სერიოზული გართულება ვაქცინაციის პროცესის – ამირან გამყრელიძე
შემდეგი სტატია“ფაიზერის” ვაქცინას დაახლოებით 26 მარტს შემოვიტანთ – ამირან გამყრელიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური