სიტყვიერი დაპირისპირება აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

0
286

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები შსს-სთან ავტომსვლელობით მივიდნენ, რის შემდეგაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან გადაინაცვლებენ.

უწყებასთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა შენობის ტერიტორიაზე  ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერების გაკვრა სცადეს, რისი უფლებაც თავდაპირველად პოლიციის წარმოამდგენლებმა არ მისცეს. ამის მიუხედავად, აქტივისტებმა მოახერხეს და სტიკერები ასფალტზე გააკრეს.

აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოში ყველაფრის მმართველი ბიძინა ივანიშვილია და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მისი რეჟიმის მცველებად არიან გადაქცეული. აქტივისტების განცხადებით, პოლიციელები, რომლებიც კრიმინალს უნდა იცავდნენ, ივანიშვილის მილიარდების უსაფრთხოებას იცავენ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებამდე, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია სასჯელს იხდის, ავტოკოლონებით მხარდასაჭერ მსვლელობას – „თავისუფლებისთვის” მართავენ.

წინა სტატიახანძარი ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსში
შემდეგი სტატიანიკა ელიას ბანერის მისამართით ქუჩიდან 10 გასროლა მოხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური