რა მოხდებოდა, წულუკიანი რომ ქალი არ ყოფილიყო და ელისაშვილი – კაცი?

0
294

“წულუკიანი რომ არ ყოფილიყო ქალი და რეგლამენტს მოეცა საშუალება, სხვანაირად გავცემდი პასუხს. იმიტომ, რომ აშკარად დაუკრეფავში გადავიდა და ზღვარს გაცდა” — ამ სექსისტური ფრაზით გამოეხმაურა პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ქართული ოცნების დეპუტატის მხრიდან მის კრიტიკას პალიტრანიუსის ეთერში

კამათი წულუკიანსა და ელისაშვილს შორის ბათუმის ბულვარში მშენებლობის საკითხს მოჰყვა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც წულუკიანი პარლამენტის ტრიბუნიდან ელისაშვილს და არამხოლოდ მას აკრიტიკებს”ახლა რაც შეეხება კულტურას, თქვენ ფარისევლობა შეგატყვეთ, ბატონო ალეკო [ელისაშვილი], ვითომ წუხხართ ახლა თქვენ ბათუმის… რა გაცინებთ, თქვენ ადგილას რომ ვიყო, ვიტირებდი დილიდან საღამომდე, აი, რა გაცინებთ? რა თავს აქიცინებთ კაცო, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი, რომელიც წუხს ვითომ ახლა ბათუმის ბულვარზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ერთადერთი კაცი, წევრი, ჩემს კომიტეტში, რომელიც წინააღმდეგ წავიდა იმისა, რომ ქართულ კულტურას ჰყოლოდა თავისი სამინისტრო”, — თქვა წულუკიანმა.

“მერე მე არ მომეცა პასუხის საშუალება. რა თქმა უნდა, იმავე ტონალობით არ ვუპასუხებდი, როგორც ის მელაპარაკება. ახლა რა ვქნა, ქალია და მე ასე ვერ ვეტყოდი”, — თქვა ელისაშვილმა.მან ეს სექსისტური შინაარსის ფრაზა რამდენჯერმე გაიმეორა.

წინა სტატიაგოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრას არ დაესწრება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური