დღეს, 17 მარტს საქართველოს პრემიერმინისტრი ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში 15 მარტს გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. გუშინ გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა.