ანაკლია-განმუხურის კოვიდ სასტუმროში ქალი გარდაიცვალა

0
400

ანაკლია-განმუხურის კოვიდ სასტუმროში ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ გალიდან გადმოყვანილი პაციენტი, შუა ხნის ქალი წუხელ გარდაიცვალა. იგი გალის საავადმყოფოს ექთანი იყო. სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ამინისტრაციაში ფაქტს ადასტურებენ. მათი ცნობით, გარდაცვლილი 63 წლის ქალია. თავდაპირველი ტესტით მას კორონავირუსი არ დაუდასტრდა. ანალიზები დამატებითი კვლევებისთვის თბილისში გაიგზავნა. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ,რომ ინფორმაციას მომხდარზე ცოტა ხანში გაავრცელებენ.

წინა სტატიაქართველ ხალხს კონკრეტული შეთავაზებები სჭირდება – ჰანს ვან ბაალენი
შემდეგი სტატიაგოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური