ვართ მოწოდებული, გამოსავალი ვიპოვოთ – ღარიბაშვილი

0
285

ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის გამართული რიგით მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: “ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების
ხარჯზე”.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მზადაა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც ყველასთვის მეტნაკლებად მისაღები იქნება. ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ “ოპოზიცია კონსტრუქციულ დიალოგს გააგრძელებს”.

მინდა გითხრათ, რომ პროცესი გრძელდება. ჩვენ ხვალ კიდევ გვექნება დიალოგის შესაძლებლობა. ერთი რამ მინდა ცხადად განვაცხადო, ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. ჩვენ ვართ მზად, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ეს უნდა იყოს ყველასთვის მეტნაკლებად მისაღები კომპრომისი. ჩვენ ღიად ვთქვით, თუ რა არის ჩვენი პოზიცია.. ..ოპოზიცია ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული დესტრუქციული მანევრით ცდილობს, რომ ხელი არ შეუწყოს ამ დიალოგის პროცესს და პირიქით, გააღრმავოს ეს უფსკურული და ამის არაერთი მცდელობა ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში. იმედი მაქვს, ოპოზიცია გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს და საბოლოო ჯამში, მთელი ცივილიზებული ევროპის და შარლ მიშელის სურვილი და ამოცანააა, რომ ჩვენ ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში, – ამბობს ღარიბაშვილი.

მანამდე კი, ირკვევა, რომ პირველი შეხვედრიდან გამოსული პრემიერი, რამდენიმე წუთში, მიშელთან სასაუბროდ კიდევ ერთხელ, უკან შეაბრუნეს.

ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გუშინ დილით გაემგზავრა. ცნობისთვის, პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა.

ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება. ხვალ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომას დაესწრება.

წინა სტატიაბრიუსელში, ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაშარლ მიშელთან შეხვედრიდან გამოსული ღარიბაშვილი უკან შეაბრუნეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური