ბრიუსელში, ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

0
282

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება. რა საკითხებს განიხილავენ მხარეები, ჯერჯერობით უცნობია.

ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დღეს დილით გაემგზავრა. ცნობისთვის, პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა.

ცნობილია, რომ ღარიბაშვილი შარლ მიშელთან თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავს, რა დროსაც, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ინტენსიურად ხვდებოდა სწორედ მიშელის მიერ საქართველოში გამოგზავნილი სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი.

ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება. ხვალ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომას დაესწრება.

წინა სტატიადანიელსონი “ქართული ოცნების” წევრებს ხვდება
შემდეგი სტატიავართ მოწოდებული, გამოსავალი ვიპოვოთ – ღარიბაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური