დანიელსონი მომდევნო დღეებში კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს – ჟოზეფ ბორელი

0
279

უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მომდევნო დღეებში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მისამართით კონკრეტულ შეთავაზებას გააკეთებს.

ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დანიელსონი კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს იმ ასპექტებზე, რაზეც საუბარი გვქონდა. მომდევნო დღეებში იქნება ეს და ვნახავთ, როგორ განვითარდება სიტუაცია. ორივე მხრიდან უნდა მოხდეს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევა“,- განაცხადა ბორელმა.

წინა სტატიაშემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება – ირაკლი ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიამზად ვართ ოპოზიციასთან დიალოგის გასაგრძელებლად – ირაკლი ღარიბაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური