მთავარისიახლეებიპოლიტიკავიმედოვნებ ღარიბაშვილი ჩამოიტანს პოლიტიკურ კომპრომისს - მიქაელ გალერი

ვიმედოვნებ ღარიბაშვილი ჩამოიტანს პოლიტიკურ კომპრომისს – მიქაელ გალერი

Published on

ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან მიქაელ გალერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგზე და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მოსახლეობამ ისინი გარკვეული ვადით იმიტომ კი არ აირჩია, რომ ერთმანეთს ეჩხუბონ, არამედ იმიტომ, რომ ქვეყნის ინტერესებით, პარტიული ინტერესების მიღმა იმოქმედონ.

მიქაელ გალერი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერი ბრიუსელში პოლიტიკური კომპრომისით ჩავა.

“ვიმედოვნებ, რომ ბრიუსელში ჩამოსული პრემიერ მინისტრი თან ჩამოიტანს პოლიტიკურ კომპრომისს. მაგალითად, რომ ერთის მხრივ გათავისუფლდება ოპოზიციონერი ლიდერი, მაგრამ მეორე მხრივ, ის კვლავ გაიკეთებს სამაჯურს ან რაიმე მსგავსს – ეს კი მხარეებს დააბრუნებს სტრუქტურული საკითხების გადაწყვეტასთან.

შესაძლოა, არჩევნებზე პრობლემა არა იმდენად ხმების არასწორმა დათვლამ, არამედ სწორედ სტრუქტურულმა დეფიციტმა გააჩინა – სწორედ ამან მისცა ოპოზიციას მიზეზი, რომ არ მიეღო ამ არჩევნების შედეგები. ასეთებია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლების დაშინება, მართლმსაჯულების ღრმა პოლიტიზირება.

დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა გაიაზრონ, რომ მათ გარკვეული ვადით ირჩევენ არა იმიტომ, რომ ერთმანეთს ეჩხუბონ, არამედ იმიტომ რომ ქვეყნის ინტერესებით იმოქმედონ, პარტიული ინტერესების მიღმა. ამ ამბავში კრიტიკა ორივე მხარეს ეკუთვნის, მოვუწოდებ ყველას – შეთანხმდით. მე ვიცი, რომ არის დისკუსიები ისეთ შესაძლო კომპრომისზე, რაც თვითმმართველობის არჩევნებისა და პლებისციტის ერთად ჩატარებას გულისხმობს, კონსენსუსის ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას განხილული,”- აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან მიქაელ გალერი.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...