მთავარისიახლეებიმსოფლიოწინასწარი შედეგებით გერმანიის მმართველი პარტია რეგიონალურ არჩევნებში მარცხდება

წინასწარი შედეგებით გერმანიის მმართველი პარტია რეგიონალურ არჩევნებში მარცხდება

Published on

არჩევნების წინასწარი შედეგებით გერმანიის მმართველი პარტია, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ორ რეგიონში, ბადენ-ვიურტემბერგში და რაინლანდ-პფალცში რეგიონალურ არჩევნებში მარცხდება. 

წინასწარი შედეგებით ბადენ-ვიურტემბერგში მწვანეთა პარტია იმარჯვებს. მან ხმების 32% მოაგროვა, გერმანიის მმართველმა ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ ხმათა 24% მიიღო. რაინლანდ-პფალცში  კი მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტია იმარჯვებს. მან ხმათა 35%-ი დააგროვა. არჩევნებამდე ჩატარებულ გამოკითხვებში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ლიდერობს, თუმცა წინასწარი შედეგებით ის 27%-ს აიღებს.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის გენერალური მდივნის, პაულ ციმიაკის თანახმად, “ეს არ იყო კარგი არჩევნების საღამო ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისთვის”. წარსულში ამ რეგიონებში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის შემცირებული მხარდაჭერა გარკვეულწილად დაკავშირებულია ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის ნელ ტემპთან და სახელმწიფოს მიერ ნიღბების შესყიდვებზე კორუფციული გარიგებების სკანდალთან, რომლის გამოც რამდენიმე პარლამენტარმა თანამდებობა დატოვა.

ამ შედეგებით შესაძლებელი ხდება მწვანეთა პარტიას, სოციალ-დემოკრატებსა და თავისუფალ დემოკრატებს შორის ალიანსის ფორმირება. რაც ქმნის შესაძლებლობას, რომ სექტემბერში, ბუნდესტაგის არჩევნების შემდეგ მსგავსი კოალიციით მოხდეს ფედერალური ან ეროვნული მთავრობების ჩამოყალიბება.

კანცლერის პოზიციაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ოლაფ შოლცის თანახმად, არჩევნების ასეთი შედეგები აჩვენებს, რომ მთავრობის ფორმირება ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის გარეშეც შესაძლებელია.

მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე რობერტ ჰაბეკმა თქვა, რომ პარტია არჩევნებში ამ წარმატებას ბუნდესტაგის არჩევნების კამპანიაში გამოიყენებდა.

რეგიონებში  გერმანიის სუპერ არჩევნების წელი დაიწყო. ჯამში 6 რეგიონალური, საყოველთაო და ოთხი ადგილობრივი არჩევნებით.

გერმანია ფედერალური სახელმწიფოა, რომელიც 16 რეგიონისგან, მიწისგან შედგება. გარდა ბუნდესტაგის საპარლამენტო არჩევნებისა, ქვეყანაში რეგიონალური არჩევნებიც ტარდება.

სექტემბერში ბუნდესტაგის არჩევნების შემდეგ ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობას დატოვებს. იანვარში ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირის ლიდერად არმინ ლაშეტი აირჩია, თუმცა ჯერ გარანტირებული არ არის, რომ პარტიის კანცლერობის კანდიდატი ის იქნება. მისი მეტოქე ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის მოკავშირე პარტიის, ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერი მარკუს ზიოდერია. კანცლერობის კანდიდატის საკითხი მაისის ბოლომდე გადაწყდება.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...