საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა მესამე აუქციონითაც ვერ გაყიდა

0
433

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ჩატარებული სამი აუქციონის შემდეგაც ვერ გაყიდა, რის გამოც მეოთხე აუქციონი ცხადდება.

როგორც პირველი არხი წერს, პირველი აუქციონი 40 მლნ დოლარის საწყისი ღირებულებით გამცხადდა, შემდეგ 36 მლნ დოლარად , მაგრამ აუქციონი კვლავ არ შედგა. უძრავი ქონება 32,4 მლნ დოლარად (ეკვივალენტი ლარში) მესამედ გავიდა აუქციონზეც, თუმცა მყიდველი არც ამჯერად გამოჩნდა.

არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამძიმებული ეპიდვითარების და ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესების გამო, მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეეჩერებინა აუქციონის პროცედურები.

ამ ეტაპზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი აგრძელებს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ინვესტორებისთვის შეთავაზებას.

წინა სტატიაენერგეტიკა აფხაზეთში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაშია
შემდეგი სტატიაქრისტიან დანიელსონმა ორბელიანების სასახლე კომენტარის გარეშე დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური