მთავარისიახლეებისაზოგადოებაპირველი ქართველი ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

პირველი ქართველი ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

Published on

პირველი ქართველი ექიმი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა ევექსი კლინიკების ალერგოლოგი ლანა უბილავაა. მან ვაქცინაცია ევექსი კლინიკების ზუგდიდის პოლიკლინიკაში, პირდაპირ ეთერში ჩაიტარა. „აცრის შემდეგ არანაირი შეგრძნება მაქვს, აბსოლუტურად არაფერი მიგრძნია, რადგან სრულიად უმტკივნეულოა. იმუნიზაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ის არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ დავამარცხოთ პანდემია და კორონა ვირუსი. როგორც ექიმი, მოვუწოდებ ყველას, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია რათა თავიდან ავირიდოთ გართულებები და დავამარცხოთ პანდემია“ – ევექსი კლინიკების ალერგოლოგი, ლანა უბილავა. ევექსი კლინიკების ზუგდიდის პოლიკლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აცრა დღეს, 15 მარტს დაიწყო. პროცესში ეტაპობრივად საქართველოს 6 რეგიონში ევექსი კლინიკების 33 კლინიკა ჩაერთვება.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...