მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციამ დანიელსონთან შეხვედრა დაასრულა

ოპოზიციამ დანიელსონთან შეხვედრა დაასრულა

Published on

ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა დაასრულა. არის რამდენიმე სიახლე, მაგალითად, ოპოზიციის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონი, რომელმაც გუშინ ვიზიტის ერთი დღით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოში მანამ დარჩება, სანამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში კონკრეტული შედეგი არ იქნება.

ლიდერები ამბობენ, რომ აქვთ მოლოდინი, რომ შეთანხმება შედგება და დათმობა ორივე მხარეს მოუწევს. ამიტომ, საჭირო იქნება დრო. ასევე კეთდება განცხადება, რომ დოკუმენტი, რომელზეც მხარეები მუშაობენ, არ არის არც ოპოზიციისა და არც “ქართული ოცნების” და ეს არის მედიატორების მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი, რომელსაც აშშ-ც ეთანხმება.

“თუ “ქართულ ოცნებას” ჰქონდა რაიმე ილუზია, რომ ევროპულ მხარეს მოწყინდებოდა ამ მედიაციის პროცესიის ბოლომდე მიყვანა. ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ევროკავშირმა საკუთარ პოლიტიკურ ამოცანად აქცია მედიაციის პროცესის კონკრეტული შედეგით დასრულება. ჩვენ ვაპირებთ რომ გავაგრძელოთ მონაწილეობა პროცესში სანამ არ მივალთ შედეგამდე. ღარიბაშვილი მიიღებს გარკვეულ გზავნილებს ბრიუსელშიც, ევროპული მხრიდან და ვნახოთ შესაბამისად როგორ შეიცვლება თუ არ შეიცვლება “ქართული ოცნების” პოზიცია,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” წევრი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ყველა მხარე მზად უნდა იყოს მოქნილობისთვის და კომპრომისისთვის:

“მოლაპარაკებათა პროცესი გულისხმობს იმას, რომ ყველა მხარე მზად უნდა იყოს მოქნილობისთვის და კომპრომისისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს პრინციპული და ღირებულებითი საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც კომპრომისი და მოქნილობა ვერ შეეხება საკითხის შინაარსს მაგრამ შეიძლება მსჯელობა საკითხის ფორმაზე და გადაწყვეტის გზაზე,” – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

“ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, დიალოგის შედეგი არა მხარეების მოგება-წაგება, არამედ საზოგადოების გამარჯვება უნდა იყოს:

“მესმის, რომ ძალიან დიდი დრო მიდის მაგრამ მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ, რომ პროცესი მივიყვანოთ ბოლომდე, ნერვების ბრძოლაა. სამწუხაროდ, “ქართულ ოცნებას” აღქმული აქვს, რომ უნდა მოერიოს მეორე მხარეს და ავიწყდება რომ აქ მოგება-წაგებაზე არ არის, აქ არის ჩვენი საზოგადოების გამარჯვებაზე ლაპარაკი,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ დიალოგს იმაზე ცოტა მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

“მიუხედავად იმისა, რომ არის რთული საკითხები და როგორც ჩანს “ქართულ ოცნებას” არ სურს კონკრეტულ კომპრომისებზე წავიდეს. დათმობა მოგვიწევს ორივე მხარეს, შეთანხმება ნიშნავს კომპრომისებს და კომპრომისი ორმხრივია. სწორედ ამიტომ ცოტა მეტი დრო დაგვჭირდება, ვიდრე დათვლილი იყო. მაგრამ, დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იმით არის, რომ მანამ სანამ ეს მოლაპარაკებები ბოლომდე არ მივა ბატონი დანიელსონი რჩება აქ,”- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერის განცხადებით, ოპტიმიზმის საფუძველი შეიძლება იყოს ის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა თავისი ვიზიტი შეთანხმების მიღწევამდე გაახანგრძლივა.

“თუ რამე იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს არის დანიელსონის განცხადება, რომ ის რჩება ადგილზე, სანამ ჩვენ შეთანხმებას არ მივაღწევთ. ყველა საკითხი, რომელიც იყო შარლ მიშელის 6 პუნქტში დღესაც იყო განხილული,”- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...