ხვალიდან, 15 მარტიდან შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი შემსუბუქდება

0
316

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 15 მარტიდან ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი შემსუბუქდება.

კერძოდ, მუშაობის განახლებას შეძლებენ:

  • თეატრები;
  • სპორტული კლუბებისა და პროფესიული ანსამბლების წევრები რეპეტიციებსა და ვარჯის დაიწყებენ;
  • გაიხსნება სპორტული დარბაზები;
  • სასკოლო წრეები აღადგენენ მუშაობას;
  • უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში აღდგება.

მიუხედავად შეზღუდვების რამდენიმეეტაპად შემსუბუქებისა ძალაში რჩება კომენდანტის საათი – ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე აკრძალულია.

წინა სტატიაქრისტიან დანიელსონმა ორბელიანების სასახლე კომენტარის გარეშე დატოვა
შემდეგი სტატიათბილისში შაურმით 9 ადამიანი მოიწამლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური