ენერგეტიკა აფხაზეთში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაშია

0
151

ენერგეტიკა აფხაზეთში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაშია — შექმნილ სიტუაციას ასე აფასებენ აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლები. ენერგოსფეროში აქამდე არსებულ მძიმე ვითარებას ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგზე აკრძალვის მოხსნაც ემატება. აფხაზეთში ამჟამად ბიტკოინების მოპოვება აკრძალულია. დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებულ კანონის თანახმად, ბიტკოინების მოპოვება 2021 წლის პირველ ივნისამდე აკრძალა.

აფხაზეთში კრიპტოვალუტა 2016 წლიდან ვითარდება. 2018 წელს მისი მოპოვება აკრძალეს, რადგან მაინინგმა რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ადგილობრივ კომპანია ჩერნომორენერგოში არ მალავენ, რომ აფხაზეთში სოფელი არ არის დარჩენილი, სადაც კრიპტოვალუტის მაინინგი არ მიმდინარეობს. შედეგად, ელექტროენერგიის 30%-ს მაინერები მოიხმარნენ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კრიპტოვალუტის მომპოვებელ ფერმების მუშაობის აღსაკვეთად ყოველდღიური მონიტორინგი მიმდინარეობს. მათივე თქმით, ყოველკვირეულად ასობით ბიტკოინის მომპოვებელ აპარატს თიშავენ.

დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, უკვე გამორთულ მაინინგ ფერმების რეიდსაც ახორციელებენ.

კომენტარის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here