2 გარდაცვლილი, 159 ახალი შემთხვევა და 328 გამოჯანმრთელებული – კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

0
257

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 275 148 შეადგინა.

კოვიდინფექცია დაამარცხა კიდევ 328 ადამიანმა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 268 565 გახდა.

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-ს კიდევ 2 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 650 გახდა.

ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 13 730 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 275, PCR ტესტით – 4 455.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,16%, ბოლო 14 დღის – 1,53%, ბოლო 7 დღის – 1,41%.

წინა სტატიაპირველი ქართველი ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური