კრისტიან დანიელსონი “ოცნების” ლიდერებს ხვდება

0
348

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი “ქართული ოცნების” ლიდერებს ხვდება.

მმართველი გუნდის მხრიდან შეხვედრას ესწრებიან პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი.

“ქართული ოცნების” წევრებს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 13 მარტს ის უკვე შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა დანიელსონის ვიზიტის მთავარი მიზანი. მისი საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6 პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი “ოცნებასა” და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.

წინა სტატიაჭყონდიდის ეპარქიაში კვირის წირვა დაიწყო – ადგილზე პოლიციის უპრეცენდენტო რაოდებობაა მობილიზებული [Video]
შემდეგი სტატიაპირველი ქართველი ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური