,,ნუ ცქმუტავთ, დამშვიდდით, დაიოკეთ ნერვები და დაელოდეთ!” – წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში

0
299

ქართული ოცნების ყოფილმა კონსულტანტმა და POSTV-ის დამფუძნებელმა, ლაშა ნაცვლიშვილმა POSTV-ში დაბრუნებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაადასტურა, რომ ტელევიზიას ტოვებს. ნაცვლიშვილი წერს, რომ მისი წასვლით ტელევიზიაში “შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება”.

“ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიები, მათი კომიკური აქტორები და ჩემი სხვა ხელმოცარული არაკეთილმოსურნეები გააფთრებით და ხმაშეწყობილად ავრცელებენ ჭორს და სიცრუეს, თითქოს რაღაც გავიტანე, შემოვიტანე, გავიქეცი…

გარწმუნებთ, პოსტივიდან ჩემი წამოსვლით შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება, რადგან მუდამ ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის საჯარო და აქტიური მხარდამჭერი და 2012 წლის 1 ოქტომბრის იდეალების ერთგული. ასე რომ, ჩვეული შემართებით, ოღონდ განსხვავებულ ამპლუაში ვაგრძელებ ბრძოლას. ნუ ცქმუტავთ, დამშვიდდით, დაიოკეთ ნერვები და დაელოდეთ!”. – წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში. 

ლაშა ნაცვლიშვილმა 21 თებერვალს თქვა, რომ POSTVშიბრუნდებოდა “2012 წლის 1 ოქტომბრის მონაპოვრის დასაცავად”.

წინა სტატია,,ქურდს რომ უსმინო დღეში ასჯერ გამოტყდება” – ირაკლი კობახიძის აღიარება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. რა მოთხოვნებს უყენებენ მას ?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური