მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. რა მოთხოვნებს უყენებენ...

მიხეილ სააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. რა მოთხოვნებს უყენებენ მას ?

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი  რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ივანიშვილს რუსეთი გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს.

„ივანიშვილი რომ დაეთანხმა მოლაპარაკებას ევროპასთან, პარალელურად ის აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, რუსეთის ინიციატივით. ივანიშვილმა იცის, რომ პრაქტიკულად, ეს ექვსპუნქტიანი გეგმა არის რიგგარეშე არჩევნებამდე მიმავალი გზა და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება და მოვა მრავალპარტიული კოალიცია, რომელსაც ქართველი ხალხი აუცილებლად მისცემს მანდატს, რათა გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან.

ამ სიტუაციაში ივანიშვილისთვის ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. მისი აზრით, ჩანაწერებმა გამოჟონა მისი შიდა უშიშროების, ძალოვნების სტრუქტურებიდან და რუსები ახლა ეუბნებიან, რომ პირველი – დაულაგებენ მას ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ ამისთვის მან უნდა დანიშნოს ძალოვანი მინისტრი, როგორც გახარია იყო თავის დროზე დანიშნული. გახარია არის რუსეთის საგარეო დაზვერვის წარმომადგენელი.

მეორე, რასაც სთხოვენ არის ექვსთა ფორმატში შესვლა. ეს არის – აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი ირანი, თურქეთი და საქართველო ჯერჯერობით არ არის აქ და მოსკოვის მოთხოვნაა, რომ საქართველო შევიდეს ამ ფორმატში.

მათი მოთხოვნაა, რომ როგორც რუსებს ესმით, მოხდეს ქვეყნის შიგნით წესრიგის დამყარება, ტელევიზიების დახურვა და ბუნებრივია, ეს ნიშნავს იმას, რომ  ნიკა მელია არ უნდა გამოუშვან და არც სხვა პოლიტპატიმრები და არც მე შემიშვან ქვეყანაში.

რუსეთის მოთხოვნაა, რომ ლაპარაკიც კი შეწყდეს ლაზიკის პროექტის აშენებაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, გაიყიდოს თანამშრომლობა ნატო-სთან“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...