მთავარისიახლეებიპოლიტიკაკონსულტაციები დღეს და ხვალ გაგრძელდება - დავით ბაქრაძე

კონსულტაციები დღეს და ხვალ გაგრძელდება – დავით ბაქრაძე

Published on

ოპოზიციური პარტიების ნაწილის და კრისტიან დანიელსონის შეხვედრა დასრულდა. “ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება და შესაძლებელია, “დღეს ან ხვალ” მხარეების შორისაც გაიმართოს შეხვედრა.

“როგორც იცით ახლა დასრულდება ოპოზიციასთან შეხვედრების პირველი რაუნდი. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, შუამავლებს დასჭირდებათ გარკვეული დრო, რომ თავად ჩამოყალიბდნენ საკუთარ წინადადებაში და იმაში თუ როგორ აგრძელებენ მოლაპარაკებას და უკვე ამის შემდეგ, დღეს დღის მეორე ნახევარშივე განახლდება მოლაპარაკებები, რა ფორმატით იქნება შემდეგი რაუნდი, ამას წინასწარ მე ვერ გეტყვით, მაგრამ ვვარაუდობ, რომ იქნება შეხვედრები ცალკე ოპოზიციასთანაც და დიდი ალბათობით იქნება შეხვედრა ოპოზიციას და ხელისუფლების მონაწილეობით”, – ამბობს დავით ბაქრაძე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კონსულტაციებს “ევროპული საქართველოს”, “ლელოს”, “სტრატეგია აღმაშენებლის”, “გირჩისა” და “გირჩი მეტი თავისუფლებას” ლიდერებთან მართავს. შეხვედრაზე ასევე იმყოფებიან “ლეობორისტული”პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და “მოქალაქეების” წევრი, ლევან იოსელიანი.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...