მთავარისიახლეებიპოლიტიკამელიას დაკავება "ოცნებაში" გადაწყდა, მხოლოდ გახარია მოითხოვდა ამის გადადებას- ირაკლი კობახიძე

მელიას დაკავება “ოცნებაში” გადაწყდა, მხოლოდ გახარია მოითხოვდა ამის გადადებას- ირაკლი კობახიძე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 17 თებერვალს, საღამოს შეცვალა. მისი თქმით, იმჟამინდელ პრემიერმინისტრს სურდა, რომ  მელიას დაკავება რამდენიმე დღით გადადებულიყო. კობახიძე ამბობს იმასაც, რომ “ოცნების” წევრებისთვის გახარიას ეს არგუმენტი მყარი არ აღმოჩნდა. ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა. 

გვქონდა სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა, იყო პრინციპული წინააღმდეგობა. 17 თებერვლის 17:00 საათამდე მისი პოზიციები იყო ზუსტად იდენტური იმისა, რაც გვქონდა გუნდის სხვა წევრებს. თუმცა, სამწუხაროდ, რატომღაც ეს პოზიცია შეიცვალა. გვქონდა დისკუსია ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია. უცბად შეიცვალა ეს პოზიცია. დაახლოებით 5 საათი იყო, როდესაც კომუნიკაცია შედგა, როდესაც პირველად წარმოიშვა ეს საკითხი. მანამდე ყველა იყო აბსოლუტურად ერთ აზრზე. დაფიქსირდა თავდაპირველად პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადადებულიყო ეს ოპერაცია და საუბარი იყო 2 დღით გადადებაზე, რაც ჩვენთვის გაუგებარი იყო, არ იყო მყარი.. არგუმენტი იყო ის, რომ თითქოს ნაკლები იქნებოდა ადამიანის კონცენტრაცია ორი დღის შემდეგ. მაშინ, როდესაც ჩვენ ლოგიკურად ვმსჯელობთ იმაზე, რომ პირიქით – კონცენტრაცია გაიზრდებოდა და ასეც მოხდა, თქვენ თუ გახსოვთ 2 დღეში ოფისში ადამიანების კონცენტრაცია
პირიქით გაიზარდა, რამაც შედარებით, გაართულა ოპერაციის ჩატარება,- ამბობს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის თქმითვე, გახარიას გადადგომის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო, მიუხედავად იმისა, რომ მასთან 10 წუთით ადრე სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა. 

მეორე დილასაც, ვიდრე განცხადება გაკეთდებოდა, პირადად მე და პრემიერს – გახარიას, საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით, საკმაოდ მეგობრული ტონით გვქონდა. მაგრამ რაც შეეხება არგუმენტებს, აქ იყო წინააღმდეგობა. გვქონდა ჩვენი არგუმენტები, მე გავუზიარე მას კიდევ ერთხელ ეს არგუმენტები. მას ჰქონდა კვლავაც იგივე პოზიცია და საბოლოო ჯამში მოხდა ის, რაც მოხდა, მან გააკეთა განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით…..- ამბობს ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, “ქართული ოცნებიდან” გიორგი გახარიასთან გადადგომის შემდეგ კომუნიკაცია აღარავის აქვს: “ის აღარ არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და აქედან გამომდინარე, ეს კომუნიკაცია აღარ არსებობ“.

ირაკლი კობახიძის განცხადებას დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გამოეხმაუა”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძეც:

“ეს ნიშნავს, რომ არა სასამართლომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, არამედ მათ მიიღეს გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ნათელი მაგალითია, რომ ჩვენ ქვეყანაში არის პოლიტიკური მართმსაჯულება. ახლა მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, სანამ პოლიტიკური იქნება მართმსაჯულება ამ ქვეყანაში, არც ინვესტიციები შემოვა, არც სამუშაო ადგილები შეიქმნება და არც დემოკრატია არ განვითარდება ქვეყანაში. აი ამის დასრულება გვინდა და ამიტომაც, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით დაემატა დამატებით პუნქტი სასამართლოსთან დაკავშირებით, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...