კურორტ გომის მთაზე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა- გვიან ღამით სოფელ ბოხვაურიდან კურორტ ბახმაროსკენ მიმავალი ახალგზარდები ქარბუქში მოყვნენ. ძლიერი ყინვის გამო ერთი ახალგაზრდა გაიყინა და ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმე მდგომარეობაშია.
ახალგაზრდებმა ვერც დანიშნულების ადგილამდე მიაღწიეს, ვერც უკან დაბრუნება მოახერხეს. ადგილზე 10-კაციანი სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.